ავტოკარის/ავტოდამტვირთველის მძღოლი 1000 лари

Добавить в избранное В избранном
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კომპანიის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ, საიტზე: http://fabrica1900.ge/ „ფაბრიკა 1900“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის თანამდებობაზე.  ვაკანტური ადგილების ოდენობა: 2 მოვალეობები  პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;  პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;  მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;  ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა; მოთხოვნები  იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (6-12 თვე);  მართვის მოწმობა - B კატეგორია;  სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი; პიროვნული უნარ-ჩვევები  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  პუნქტუალურობა;  გუნდური მუშაობის უნარი; პირობები  ანაზღაურება: 800 ლარი (3 თვის შემდგომ 1000 ლარი)  სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00  სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი; ტრანსპორტირებას თბილისიდან (დიდუბის მიმდებარე ტერიტორია) და პირიქით უზრუნველყოფს კომპანია;  სამუშაო სივრცე: წარმოების/წარმოების გარე ტერიტორია ჩვენი კომპანიის, ვაკანტური თანამდებობისა თუ სამუშაო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და/ან დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ ( 0322122030; HR@fabrica1900.ge). "ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს !

Контакты

Телефон 0322122030
Дата публикации 09.06.2022