ობიექტის ინჟინერი

Добавить в избранное В избранном
გზის სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: აბასთუმანი კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის ტრანსპორტირების, კვებისა და საცხოვრებელი ფართის ხარჯების ანაზღაურებას. ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. ობიექტის ინჟინერის მოვალეობები: — პროექტების დაგეგმვის ეტაპზე საინჟინრო-ტექნიკური კუთხით ჩართულობა; — პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული შესწავლა და სწრაფი რეაგირება. — სამშენებლო ტექნოლოგიისა და ნორმების მუდმივი კონტროლი. — მშენებლობის ხარისხის მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა. — პროექტის მენეჯერთან ერთად რესურსების (მასალა, ტექნიკა, ადამიანური რესურსი) დაგეგმვა და კონტროლი; — პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად; — პროექტში განსახორციელებელი ცვლილებების შეფასება და ადგილზე შესწავლა. — პროექტებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების შესახებ დამკვეთთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და ცვლილებების დასაბუთების პროცესში მონაწილეობა; — საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიასთან ურთიერთობა და ცვლილებების საჭიროების დასაბუთება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის განხრით. — არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია. — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. — კარგი მენეჯერული თვისებები. — გუნდური მუშაობის უნარი. — გამართული წერისა და მეტყველების უნარი. — ორგაზინებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი დონე. — კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი. — დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 25 თებერვლამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ელ-ფოსტის მისამართზე: hr_company1@yahoo.com. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Контакты

Дата публикации 15.01.2021