საწყობის ოპერატორი 1000 лари

Добавить в избранное В избранном
შპს „ელიტ სერვისი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22.08.2022 წელი ძირითადი მოვალეობები: 1. საწყობში შემოსული ნივთების და დეტალების დახარისხება და განთავსება; 2. ნივთის/დეტალის მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პორტალებზე ატვირთვა; 3. დეტალების/ნივთების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამული ასახვა; 4. საწყობის სისუფთავეზე ზრუნვა; 5. საწყობის პერიოდული აღწერა; 6. ნაშთების კონტროლი ; 7. უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • საოფისე პროგრამების ცოდნა; • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში; პიროვნული თვისებები: • კომუნიკაბელური; • პასუხისმგებლობის გრძნობა; • მოსმენის უნარი; • გუნდში მუშაობის უნარი; • ორგანიზებული; • პუნქტუალური. სამუშაო განაკვეთი: სრული დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@es.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „საწყობის ოპერატორი“ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Контакты

Email
Дата публикации 22.07.2022