პროგრამ. უზრუნველყოფის მხარდაჭ

Добавить в избранное В избранном
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქუთაისის ან თბილისის სათავო ოფისი. განაკვეთი: სრული "კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 329 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს. "კრისტალი" გთავაზობთ: — პიროვნულ და პროფესიულ ზრდას — მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ძირითადი მოვალეობები: — კომპანიაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამების მონიტორინგი. — პროგრამის ავტორებთან და შესაბამის მომწოდებელთან კოორდინირებული მუშაობა — სისტემების ახალი ვერსიებისა და ცვლილებების ტესტირება და დანერგვა — სისტემების გამართული მუშაობისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება — სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბიზნეს აპლიკაციებში წვდომის დონის განსაზღვრა — საშტატო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება — პაროლების ცვლილება, განბლოკვა — თანამშრომლების კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე — შემოსული ზარებისა და წერილების დამუშავება, შესაბამისი რეაგირება — ბეჭდვით ფორმების დამატება/ცვლილებების შეტანა — ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით — მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება — საბანკო პროგრამა ALTA-ში და შესაბამისად საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა — საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)  — ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: — ანალიტიკური აზროვნების უნარი — სტრესული სიტუაციების მუშაობის უნარი — ეფექტური კომუნიკაციის უნარი — კრეატიულობა, ინოვაციურობა — პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა — ორგანიზებულობა — კოლეგიალურობა, გუნდურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 18 იანვრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

Контакты

Дата публикации 04.01.2021