"ჭი-ტა" - HR მენეჯერი

Добавить в избранное В избранном
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: — ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა. — კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა/შესრულება/ანალიზი. — თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, პირადი საქმეების მოწესრიგება, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა. — თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა/ შესრულება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა. — სამუშაო აღწერილობების ოპტიმიზაცია, ახალი პოზიციების ფუნქციებისა და მიზნების განსაზღვრა, თანამშრომელთა გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა. — თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომების შემუშავება და სიახლეების ინიცირება. — დეპარტამენტების მიზნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტრუქტურის მოდიფიკაცია. — თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შეფასება, დასწრება/გაცდენების მონიტორინგი. — ხელფასების მომზადების პროცესის სრული მართვა. — ტრენინგების ან/და პროფესიული გადამზადებების საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/შესრულება და ეფექტიანობის გაზომვა. — დასაქმების, სადაზღვევო, მონიტორინგის და სხვა საჭირო მომსახურების კომპანიებთან და სამსახურებთან ურთიერთობა. — თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაო ხარისხის მეთვალყურეობა და შეფასება. — უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით). — საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა. — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. — ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით მინ 3 წლიანი გამოცდილება. — აუცილებელია მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. — დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. — პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი. — კრეატიულობა, გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი. — შედეგზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი: თბილისი. გრაფიკი: სრული დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge

Контакты

Дата публикации 29.12.2020