IT, интернет, программирование - Вакансии

Поиск вакансий
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერის სპეციალისტი სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ეკო კამპუსი. ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 მინიმალური თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ფუნქცია/მოვალეობები: — TCP/IP ქსელის კონფიგურირება; — ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარება; — ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა; — კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; — პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება); — სისტემის ბექაფირება და აღდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ბაკალავრის ხარისხი (კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები); — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; — ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: — პუნქტუალურობა; — გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. წარმოსადგენი დოკუმენტები: — CV (უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 2 რეკომენდატორის შესახებ) — განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები — სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში) კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: — განაცხადების განხილვა; — შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; — კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
21.04.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию
Логотип компании 21.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 900 ლარი ფუნქციები: — კომპანიის სათაო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია; — კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა; — სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); — OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა (სავალდებულო); — ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა; — რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე. პიროვნული თვისებები: — ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — მოხერხებულობა და სისხარტე; — გუნდში მუშობის უნარი; — ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე. სხვა მოთხოვნები: — აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა; — საკუთარი ავტომობილის ფლობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
21.04.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию
Тбилиси Быстрый просмотр
Логотип компании 20.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
ინტერნეტ-მაღაზია "ebg.ge" (order24.ge) ეძებს სქრამ მასტერს, რომელიც დაგვეხმარება დეველოპერების გუნდის საქიმაონობების პროცესების მართვაში. ჩვენი ონლაინ მაღაზია 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რომლებსაც საშუალება აქვთ მილიარდზე მეტი პროდუქტი შეიძინონ და მიიღონ საქართველოს 40-ზე მეტ რეგიონში. ძირითადი მოვალეობები: — სამუშაო გუნდისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი; — პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; — პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება; — ამოცანების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; — თითოეული პროექტის დოკუმენტაციის მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სქრამ მასტერის პოზიციაზე, ან პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. — Agile მეთოდოლოგიის კურსის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად; სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: 500-1000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე და უნარებზე) სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ჩუბინაშვილის ქუჩა N 50, თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე hr@order24.ge (სათაურში მიუთითეთ scrum master)
20.04.2021
Контакты:
Телефон: 100 000
Email:
Откликнуться на вакансию
Тбилиси Быстрый просмотр
Логотип компании 20.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
ინტერნეტ-მაღაზია "ebg.ge"/"order24.ge" აცხადებს ვაკანსიას PHP Back-End ვებ-დეველოპერის პოზიციაზე. ჩვენი ონლაინ მაღაზია, 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რომლებსაც საშუალება აქვთ მილიარდზე მეტი პროდუქტი შეიძინონ და მიიღონ საქართველოს 40-ზე მეტ რეგიონში. ძირითადი მოვალეობები: — არსებულ პროექტზე მუშაობა და განვითარება; — გუნდთან ერთად მუშაობა ახალ პროექტებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — PHP + Laravel კარგი ცოდნა და სამუშაოების გამოცდილება; — რელაციურ ბაზებთან (MySQL) და ვებ სერვისებთან (REST) მუშაობის გამოცდილება; — Front-end ტექნოლოგიების (HTML/CSS/Javascript) საბაზისო ცოდნა; — Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა; — ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნა და აღქმა; — SOLID პრინციპების ცოდნა; — API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: 1500-3500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე და უნარებზე) სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ჩუბინაშვილის ქუჩა N 50, თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე hr@order24.ge. (სათაურში მიუთითეთ PHP Back-End Developer) დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს ebg.ge/order24.ge
20.04.2021
Контакты:
Телефон: 100 000
Email:
Откликнуться на вакансию
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების სამმართველოს რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები ანაზღაურება: დხელზე ასაღები ხელფასი 800 ლარი; ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა გრაფიკის შესაბამისად ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით. ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა: — აწარმოებს ინფორმაციის შეყვანას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში; — აწარმოებს ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის შეყვანას ინფორმაციის განახლებისას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში; — ზემოქმედების სპეციალისტის და/ან ცვლის უფროსის მითითებით განახორციელებს რადარის პროდუქტების პარამეტრების ცვლილებებს; — საჭიროების შემთხვევაში დაიტანს ელექტრონულ რუკაზე დამატებით ინფორმაციას; — დაუყოვნებლივ ახსენებს ჯგუფის უფროსს სეტყვასაშიში ღრუბლების გამოვლენის შესახებ; — არქივიდან იღებს საჭირო ინფორმაციას; — აწარმოებს ოპტიმალური პარამეტრების მქონე სკანის დამუშავებასა და გაშვებას; — აწარმოებს მუშაობისთვის საჭირო პროდუქტების დამუშავებასა და ჩართვას; — სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე აწარმოებს ცვლილებების შეტანას სკანირების პროდუქტების ალგორითმში და სკანირების მომართვაში; — თვალყურს ადევნებს პროგრამებს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად; — აწარმოებს ინფორმაციის, არქივის შენახვასა და დამუშავებას; — აწარმოებს საჭირო ინფორმაციის გამოტანას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; — აწარმოებს Zhail(Prob) და Hailsz(Size) პროდუქტების დამუშავებას სეტყვასაშიშ ღრუბლებზე დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება (ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობების, მათემატიკა და სტატისტიკის, ინფორმატიკა და მართვის სისტემების მიმართულებით); — კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება; — სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი; — დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; — კომპლექსური აზროვნება; — დროის ეფექტიანი მართვის უნარი; — ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; — ხარისხზე ორიენტირება; — პროდუქტიულობა; — საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
16.04.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
"CryptX Group" ეძებს მოტივირებულ კადრებს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (თავისუფალი გრაფიკი) ანაზღაურება: 500 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა: — კრიპტომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება; — პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება/განახლება/ტესტირება; — დაზიანებული ნაწილების შეცვლა; — ზედაპირების გასუფთავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ოპერაციული სისტემების ცოდნა; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@cryptx.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
16.04.2021
Контакты:
Email:
Откликнуться на вакансию
Логотип компании 16.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Senior Python დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა; — პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა; — ვებ პროგრამული უზურნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე; — SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება; — მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება Python პროგრამირებაში; — ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები. პირობები: — სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; — ანაზღაურება - 5, 000-7, 500 ლარი დარიცხული. — ჯანმრთელობის დაზღვევა. ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათშორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Senior Python Developer.
16.04.2021
Контакты:
Email:
Откликнуться на вакансию
Тбилиси Быстрый просмотр
Логотип компании 16.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Python დეველოპერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ დადინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულებააუცილებლად ფასდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა; — პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა; — ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე; — SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება; — მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Python-ზე პროგრამირებაში; — ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები. პირობები: — სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე; — ანაზღაურება - 3, 000-4, 500 ლარი დარიცხული. — ჯანმრთელობის დაზღვევა. ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათშორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Python Developer.
16.04.2021
Контакты:
Email:
Откликнуться на вакансию
Тбилиси Быстрый просмотр
Логотип компании 15.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას Laravel დეველოპერის პოზიციაზე. სახელფასო განაკვეთი: 2500 - 3500 ლარი (Net) ფუნქცია-მოვალეობები: — არსებული ვებ აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; — ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად ახალი ფუნქციონალის შემუშავება; — ამოცანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; — პროდუქტის მფლობელთან და უფროს დეველოპერთან კოორდინირებული მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (PHP OOP) სიღრმისეული ცოდნა; — PHP და Laravel-ის საფუძვლიანი ცოდნა; — Laravel-ის გამოყენებით RESTful API - ს შექმნის გამოცდილება; — სხვადასხვა ვებ სერვისებთან და API-ებთან მუშაობის გამოცდილება - Rest/SOAP API -სთან; — რელაციურ ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; — Git-თან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: — დეტალებზე ორიენტირებულობა; — ორგანიზებულობა; — განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი; — გუნდში მუშაობის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ? — მოქნილ სამუშაო გრაფიკს — 100% Remote რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას; — ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; — პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2021 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ - "Laravel დეველოპერი". კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს! კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
15.04.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию
Логотип компании 15.04.2021
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Full Stack დეველოპერის პოზიციაზე. სახელფასო განაკვეთი: 3500 - 5000 ლარი (Net) ფუნქცია-მოვალეობები: — არსებული ვებ აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; — ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად ახალი ფუნქციონალის შემუშავება; — ამოცანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; — პროდუქტის მფლობელთან კოორდინირებული მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები: — მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; — ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (PHP OOP) სიღრმისეული ცოდნა; — PHP და Laravel-ის საფუძვლიანი ცოდნა; — Laravel-ის გამოყენებით RESTful API - ს შექმნის გამოცდილება; — სხვადასხვა ვებ სერვისებთან და API-ებთან მუშაობის გამოცდილება - Rest/SOAP API-სთან; — Vue.js-თან მუშაობის გამოცდილება; — რელაციურ ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; — Git-თან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: — დეტალებზე ორიენტირებულობა; — ორგანიზებულობა; — განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი; — გუნდში მუშაობის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი; რას გთავაზობთ ჩვენ? — მოქნილ სამუშაო გრაფიკს — 100% Remote რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას; — ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; — პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2021 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ -მ "Senior Full Stack დეველოპერი". კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს! კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
15.04.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию

Пользователи

Хочешь разместить своё резюме здесь? Создать профайл
Логотип компании 08.04.2021
Удалённая работа
Логотип компании 24.11.2020
Удалённая работа
Логотип компании 08.10.2020
Удалённая работа
Логотип компании EPAM 07.09.2020
Удалённая работа
Логотип компании EPAM 07.09.2020
Удалённая работа
Логотип компании EPAM 07.09.2020
Удалённая работа
Логотип компании EPAM 07.09.2020
Удалённая работа
Логотип компании EPAM 07.09.2020