ზოოჰაბი - Apex ადმინისტრატორი

Добавить в избранное В избранном
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: — პროგრამა Apex-ის ადმინისტრირება; — პროგრამის საოპერაციო ნაწილის აწყობა, კომპანიის საოპერაციო პროცესების მიხედვით; — პროგრამის ფუნქციონალური რესურსის სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ; — კომპანიის თანამშრომლების მიერ პროგრამაში გერენირებული ელექტრონული დოკუმენტების პერმანენტული კონტროლი, დადგენილი წესების თანახმად; — პროგრამაში მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ფორმით რეპორტების აწყობა; — სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაციების ასახვა პროგრამაში (Apex); — პროგრამა Apex-ის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც ოფისში, ასევე ქსელის მასშტაბით; — Apex-ის პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება; — ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი; — გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ დადგენილი განკარგულებების შესრულება და მონიტორინგი; — პროგრამა Apex-თან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — პროგრამა Apex-ის სრულყოფილი ცოდნა; — Apex-ის ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; — საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; — ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული თვისებები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი; — ანალიტიკური აზროვნების უნარი; — ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით 3x4, მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27 იანვარი, 2021 წ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

Контакты

Дата публикации 24.01.2021