მთავარი ბუღალტერი

Добавить в избранное В избранном
ARMOR Group მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შემდგარი სამშენებლო სერვისების კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა მისიით: "რეალოდბა აქციოს დამკვეთების ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტი უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით ზუსტად შეთანხმებულ დროში. კომპანიის მისიას ზურგს უმარგებს ათწლეულების გამოცდილება თურქული სამშენებლო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლის METOT CONSTRUCTION-ის, რომლის სახელს უკავშირდება ათობით მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, იუსტიციის სამინისტროს შენობა, არაერთი ხიდი საქარველოს ტერიტორიაზე, გლდანის ციხე. კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: http://armor.ge/ ARMOR Group-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — ბუღალტრული გატარების შესრულება და საბუღალტრო პროგრამაში დროული ასახვა; — ელ. ფაქტურების/ზედნადებების მიღება-გამოწერა; — დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშგების შედგენა, წლიური და ყოველთვიური დეკლარაციების მომზდება და ჩაბარება; — ფინანსური უწყისების და ანგარიშგებების შედგენა; — სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე; ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით; — სამშენებლო, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; — საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა; — საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა; — საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; — საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; — სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: HR@armor.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ. გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Контакты

Email
Дата публикации 30.03.2020