სტაჟირება ფინანსურ განყოფილებაში

Добавить в избранное В избранном
სს "თბილისი ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას - სტაჟირება ფინანსურ განყოფილებაში, ანაზღაურების გარეშე, შემდეგი დასაქმების პერსპექტივით. მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; — ბუღალტრული კურსების -სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად; — საბუღალტრო პროგრამის FMG-ის ცოდნა; — საოფისე პროგრამების, Excel და Word-ის ცოდნა; — საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება; — ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება; — ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება; — სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. პიროვნული მახასიათებლები: — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული; — ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; — შრომისმოყვარე და მიზანდასხული; — ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; — გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაწყვეტისა და კომუნიკაციის უნარი. გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: info@tbilisicentral.ge და ელფოსტის დანიშნულებაში მიუთითეთ: "სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში". ვაკანსიების მიღების ბოლო ვადაა 24 თებერვალი.

Контакты

Дата публикации 09.02.2021