სხვადასხვა 900 лари

Добавить в избранное В избранном
სუპერმარკეტი "ზონა 26" აცხადებს ვაკანსიებს ქვემოთ ჩამოთვლილ თანამდებობებზე. ადგილმდებარეობა: 1. სვანეთის უბანი, კავკასიის უნივერსიტეტის მოპირდაპირედ (საბჭოს მოედნის ზემოთ) 2. მუხიანი, გობრონიძის ქ. 1. ადმინისტრატორი (სვანეთის უბნის ფილიალი) სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ორშ. - შაბ.) თვიური ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: — პროდუქციის სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფა და მარაგების კონტროლი; — პერსონალის (მოლარე, კონსულტანტი) საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი; — პროგრამაში მიღებული პროდუქციის შეყვანა; — სისუფთავის და საქონლის განახლებადობის კონტროლი; — ფასების განთავსების და სიზუსტის კონტროლი; — მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება; — ორიენტირებულობა გაყიდვების მუდმივ ზრდაზე; — მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულად ცოდნა; — მომხმარებლის მოთხოვნის აკუმულირება, შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება; — ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვის და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით. 2. კონსულტანტი (სვანეთის უბნის ფილიალი) სამუშაო საათები: 09:00 - 20:00 (დღეგამოშვებით); დღიური ანაზღაურება: 25 ლარი ხელზე ასაღები. ძირითადი მოვალეობები: — პროდუქციის თაროზე განთავსება; — პროდუქციის ვადების კონტროლი; — პროდუქციაზე ფასების განთავსება; — მაღაზიის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ; — პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა; — მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება. — მაღაზიაში სისუფთავის უზრუნველყოფა. 3. ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი (ორივე ფილიალი) სამუშაო საათები: 20:00 - 09:00 (დღეგამოშვებით) დღიური ანაზღაურება: 30 ლარი ძირითადი მოვალეობები: — გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; — პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით; — დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა. — პროდუქციის ვადების კონტროლი; — პროდუქციაზე ფასების განთავსება. 4. დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი (ორივე ფილიალი) სამუშაო საათები: 09:00 - 20:00 (დღეგამოშვებით) დღიური ანაზღაურება: 25 ლარი ძირითადი მოვალეობები: — გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; — პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით; — დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა. — პროდუქციის ვადების კონტროლი; — პროდუქციაზე ფასების განთავსება. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info.zona26@gmail.com 2021 წლის 11 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და ფილიალის სახელწოდება.

Контакты

Дата публикации 11.04.2021