რეპორტინგის თანამშრომელი 400 лари

Добавить в избранное В избранном
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს. "ორეი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის თანამშრომლის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: სრული ხელფასი: 400 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — ფინანსური და გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადებაში დახმარება; — ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; — სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); — საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა); FMG პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ანალიტიკური აზროვნების უნარი; — დეტალებზე ორიენტირებულობა; — გუნდური მუშაობის უნარი; — დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე info@orei.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "რეპორტინგის თანამშრომელი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

Контакты

Email
Дата публикации 19.04.2021