ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი

Добавить в избранное В избранном
შპს "ბილდექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: — ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადებაში მონაწილეობის მიღება ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა — კომპანიის მიერ რეალიზებული სამედიცინო სერვისების შესახებ მონაცემების მოგროვება/დამუშავება ფილიალების მიხედვით და ფინანსური ანალიზის მომზადება — წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება — ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობაზე რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; მოსალოდნელი გადახრების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის კორექტირების წინადადებების ინიცირება — საინვესტიციო პროექტებზე კვალიფიციური ფინანსური ანალიზის მომზადება და დირექტორთა საბჭოზე მისი პრეზენტაცია — კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების ანალიზი — ხარჯების შემცირების შესაძლებლობების შესახებ წინადადებების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე გატანა განსახილველად — კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია — კომპანიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება — წინადადებების შემუშავება კომპანიაში ანალიტიკური ინფორმაცის გამოყენების მიმართ ინტერესის ასამაღლებლად — შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიზი ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) — სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით — MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა — სასურველია კორპორატიული ფინანსების საფუძვლების ცოდნა — ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საფუძვლების ცოდნა — სასურველია ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა (Upper Intermediate). აუცილებელი უნარები: — ანალიტიკური აზროვნება — მათემატიკური უნარები — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა — პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია — ორგანიზებულობა — მაღალი მოტივაცია — დეტალებზე ორიენტირებულობა — პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: n.baghdavadze@buildex.ge. საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Контакты

Дата публикации 22.12.2020