მოლარე 800 лари

Добавить в избранное В избранном
დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" (https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/) აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — მომხმარებლებთან ურთიერთობა — გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება — გაყიდული პროდუქციის გატარება — ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა — ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა — საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა — ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა — მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა — მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა. მოთხოვნები/უნარები: — სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე — უმაღლესი განათლება — ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა — კომუნიკაციის გამორჩეული უნარი — დეტალებზე ორიენტირებული — ორგანიზებული. ანაზღაურება: 800 ლარი (700 ლარი საგამოცდო ვადის პერიოდში 3 თვე) სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (ამ ეტაპზე 2 დღე სამუშაო/2 დღე დასვენება, კომენდანტის საათის გაუქმების შემდგომ კვირაში 6 დღე 39 საათი, 3 დღე 09.30-16.30 + 3 დღე 16:30-23.00, შესვენება 1 საათი) მდებარეობა: თბილისი (ვაკე, სოლოლაკი, დიღომი, ვაჟა-ფშაველა) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge 2021 წლის 25 აპრილის ჩათვლით. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Контакты

Дата публикации 04.04.2021