მოლარე 400 лари

Добавить в избранное В избранном
კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. სამუშაო მოვალეობები: — პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა; — სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; — ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება; — კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა; — სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; — მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა. მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: — უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით; — მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; — საოფისე კომპიუტერული პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა; — სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი; — ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; — თავაზიანობა; — კომუნიკაციის კარგი უნარი. სამუშაო პირობები: — სამუშაო დღე: კვირაში 3 დღე, 9:30-დან 19:00 საათამდე (შაბათი დღის შემთხვევაში: 9:30-დან 15:00 საათამდე) — ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge და საგნის დასახელების ველში მიუთითოთ "CanteenArea - მოლარე". საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 აპრილი. შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

Контакты

Email
Дата публикации 27.03.2021