მოლარე-კონსულტანტი - დიდი დიღომი 500 лари

Добавить в избранное В избранном
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, ორი ნაბიჯის მაღაზიები. დასაქმების ტიპი: — სრული განაკვეთი - კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; ანაზღაურება: 450 - 500 ლარი + ბონუსი — ნახევარი განაკვეთი - კვირაში 6 დღე, 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი; ანაზღაურება: 225 - 250 ლარი + ბონუსი — ნახევარი განაკვეთი - კვირაში 3 დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; ანაზღაურება: 225 - 250 ლარი + ბონუსი ფუნქცია - მოვალეობები: — მომხმარებლის მომსახურება — სალაროს ოპერაციების წარმოება — პროდუქციის მიღება, განლაგება — თაროების მოწესრიგება და სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენ გთავაზობთ: — მოქნილ სამუშაო გრაფიკს — მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით — დამატებით საბონუსე ანაზღაურებას — მაღაზიის დანაკლისები არ აისახება თანამშრომლის ანაზღაურებაზე — კარიერული ზრდის შესაძლებლობას — წამახალისებელ აქტივობებს — შვებულების 24 დღეს — ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: — შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ — გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი. დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 122 079 მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Контакты

Дата публикации 29.03.2021