Бухгалтерия, учет, финансы - Вакансии - Кутаиси

Поиск вакансий
Логотип компании სოციალური ქსელები ბოტი
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სალაროსთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — 1C - ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); — გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე; — რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; — MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: — ZOOMMER-ის პროდუქციის პრეზენტაცია; — კონსულტაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ; — კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; — გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება. სამუშაო პირობები: — სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი — სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — ანაზღაურება: ფიქსირებული ჩვენ გთავაზობთ: — პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრენინგებს; — ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას; — მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; — კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს; — ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "აღრიცხვის ოპერატორი ქუთაისში". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!
18.03.2021
Контакты:
Откликнуться на вакансию
1