კონსულტანტი, მოლარე 400 лари

Добавить в избранное В избранном
სუპერმარკეტების ქსელი "ექსპრეს ქსელი" ეძებს თანამშრომლებს თბილისში, პეკინის ქუჩაზე. 1. კონსულტანტი გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:30-15:30 ან 15:30-22:30 (დღეში 6 სამუშაო საათი, 1 საათი შესვენება). ანაზღაურება: 400 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: — თაროებზე პროდუქციის განლაგება, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება; — პროდუქციის ვადების სისტემატური კონტროლი; — მაღაზიის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ; — პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა; — მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება. 2. მოლარე გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:30-15:30 ან 15:30-22:30 (დღეში 6 სამუშაო საათი, 1 საათი შესვენება). ანაზღაურება: 430 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: — გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; — პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისაგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით; — დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ინკასაცია; — სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი; — სასაქონლო ზედნადების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში გამოცდილება და პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.shioshvili@expresschain.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Контакты

Дата публикации 09.04.2021