დღე-ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი 750 лари

Добавить в избранное В избранном
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: ხელფასი 750 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა სამუშაო პირობები: — თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს — დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 3 საათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ოქროს (ბრილიანტის) შეფასების და ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; — რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: — ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; — ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება; — ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება; — სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება; — მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა; — კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; — კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება. პიროვნული უნარები: — ღამის ცვლაში მუშაობის უნარი; — სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; — დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; — შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული; — პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2021 წლის 22 აპრილის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც! დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

Контакты

Дата публикации 25.03.2021