ბუღალტრის თანაშემწე 500 лари

Добавить в избранное В избранном
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსია ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში. ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — მყიდველისგან შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება; — რეალიზაციების გატარება; — ტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, საგარანტიო ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ტექნიკის გადაცემის აქტები); — ყოველი სამუშაო დღის ბოლოს "ზეტ"-ების ამოღება სალარო აპარატიდან, სალარო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის მომზადება; — www.myauto.ge-ზე არსებული ინფორმაციის განახლება და ახალი პროდუქციის დამატება; — სალარო მეურნეობის წარმოება, საწყობის მომხმარებლებთან ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელება, საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება. სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ყოველდღიური შენახვა და ყოველთვიური აკინძვა და დაარქივება; — Rs.ge-ზე ზედნადებების და ა.ფ-ების აქტივაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — პროგრამა Fina-ს ცოდნა; — Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; — MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; — 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი 144ა. ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხელზე ასაღები 500 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 700 ლარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: L.gogochishvili@asp.ge 2021 წლის 30 მარტამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ბუღალტრის თანაშემწე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

Контакты

Дата публикации 26.03.2021