ბუღალტერი

Добавить в избранное В избранном
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია - სს "დიჯითალ არეა" (extra.ge, area.ge, optimo.ge, adapter.ge) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; — სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი; — ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა და კონტროლი; — იმპორტის ოპერაციების გატარება; — საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ​განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით); — სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში). სასურველი ცოდნა და უნარები: — საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ბალანსთან მუშაობის გამოცდილება); — კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Visio) საფუძვლიანი ცოდნა; — სასურველია ACCA სერტიფიკატი (პირველი დონე); — პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი; — ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები; — დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი; — სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ; — დეტალებზე ორიენტირებულობა; — დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: careers@digitalarea.ge 26 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Контакты

Дата публикации 13.03.2021