სტაჟირება - დამრიგებელი, მასწავლებელი

Добавить в избранное В избранном
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის კლასებში სტაჟიორის პოზიციაზე. მუშაობის პერიოდში სტაჟიორი გაეცნობა სკოლის კულტურას და დამრიგებლებთან ერთად ჩაერთვება დაწყებითი კლასების სამუშაო პროცესში, სადაც მას საშუალება ექნება გამოავლინოს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. სტაჟირების დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2021-2022 სასწავლო წლის დამრიგებლის და/ან დაწყებით საფეხურზე საგნის (ქართული/მათემატიკა/ბუნებისმეტყველება) მასწავლებელის პოზიციაზე. სტაჟირების პერიოდი: 10 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი: კვირაში მინიმუმ 15 საათი პირობები: ტრანსპორტირების და კვების თანხას სკოლა ანაზღაურებს. სტაჟირების ფარგლებში, სტაჟიორი: — კლასის დამრიგებელთან ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე; — თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე; — სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს; — აქტიურად თანაშრომლობს სკოლის პროფესიული გნვითარების პროგრამის კოორდინატორებთან; — სტაჟიორს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შეეძლება კათედრების შეხვედრებზე დასწრება და მასწავლებლებთან თანამშრომლობით რამდენიმე გაკვეთილის დაგეგმვა/ჩატარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრიატის დიპლომი, ან ბაკალავრიატის ბოლო კურსი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მატემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალურ განათლების მიმართულებით (სასურველი). დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 დეკემბრის ჩათვლით.

Контакты

Дата публикации 22.11.2020